თბილისის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის
პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს -
დაკავებულია 7 პირი.
უწყების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის
უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1963 წელს
დაბადებული ზ.ზ., 1973 წელს დაბადებული ზ.წ., 1982 წელს დაბადებული
რ.კ., 1988 წელს დაბადებულ რ.შ., 1967 წელს დაბადებული მ.ც., და
წარსულში ნასამართლევი პირები: 1972 წელს დაბადებული ფ.ბ., და 1972
წელს დაბადებული ნ.წ.
"სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, ავტომობილებისა და
საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა
ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა - პისტოლეტები,
რევოლვერები, სანადირო თოფი, მჭიდები, ვაზნები და ასევე ნარკოტიკული
საშუალებები ამოიღეს",- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2, მე-3 და
მე-4, 260-ე მუხლის მე-3 და 265-ე მუხლის მე-2 ნაწილებით
მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები