ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას ძირითადად თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
მისივე თქმით, დღეს და ხვალ, 23-24 ივნისს, უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე ხასიათის წვიმა, ზოგან ელჭექით, 25 ივნისიდან კი გამოიდარებს და კვირის ბოლომდე თბილი ამინდი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30 გრადუსი დაფიქსირდება.

დოდო გვაზავას ინფორმაციით, 29 ივნისიდან კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
Print
თეგები: #ამინდი