ახალი ამბები
ქუთაისში, 8 აგვისტოს მემორიალის რეაბილიტაცია იგეგმება
FaceBook
ქუთაისის მერია 8 აგვისტოს მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისთვის ტენდერს (NAT250011174) აცხადებს.


აღნიშნული სამუშაოების შესრულებისთვის მერია 164 623 ლარს იხდის. 

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები  ხელშეკრულების დადებიდან 60 (სამოც) კალენდარულ დღეში უნდა განახორციელოს.

მემორიალი აღმაშენებლის გამზირზე 2008 წლის ომის გმირების სხოვნის პატივსაცემად გაიხსნა. ის ბოლოს 2020 წელს შეარემონტეს. 

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაიჭრა და დაშავდა 2 232 ადამიანი, მათ შორის 1045 სამხედრო მოსამსახურე. 
Print