ახალი ამბები
"ნუ მაშანტაჟებ" - ქუთაისში კამპანია "ეს შენ გეხებას" ფარგლებში აქცია გაიმართა
FaceBook
"ნუ მითვალთვალებ", "ნუ მიყურადებ", "ნუ მაშანტაჟებ" - ამ ლოზუნგებით ქუთაისში კამპანია "ეს შენ გეხებას" ფარგლებში აქცია გაიმართა.

აქციაში მონაწილეობა ქუთაისში მოქმედმა მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, რიგითმა მოქალაქეებმა მიიღეს.

აქციაზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებისა და ფარული ჩანაწერების გასაჯაროება გააპროტესტეს.

"სახელმწიფოს მიერ არ ხდება ამ საქმეების დროული და ეფექტური გამოძიება, არ ისჯება სათანადოდ ის პირები, ვინც გადაიღო, გაავრცელა და ამ საქმეებში მიიღო მონაწილეობა," - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" ქუთაისის ოფისის იურისტმა, თამთა კახიძემ.

აქციის მონაწილეების აზრით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ეხება. კამპანია "ეს შენ გეხება" ხელისუფლებას ფარული კარდების გავრცელების გამოძიებას და დამნაშავე პირების დასჯას ითხოვენ.

"ვითხოვთ ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოებამ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი და პირადი ცხოვრება იყოს დაცული," - აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" კოორდინატორმა, თეონა გოგიშვილმა.

ქუთაისის მსგავსად, კამპანია "ეს შენ გეხებას" აქციები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართა.
Print