2025 წლის გამოცდებისთვის ქუთაისში სამი საგამოცდო ცენტრი
იფუნქციონირებს.
გამოცდები წელსაც ქუთაისის №23 (არაყიშვილის ქუჩა), №17 (ნიკეას ქუჩა)
და №41 (რუსთაველის ქუჩა) საჯარო სკოლებში ჩატარდება.
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით
დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და
ლიტერატურაში ჩააბარებენ. 22 ივლისს კი ერთიანი ეროვნული გამოცდები
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება.
საგამოცდო ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის გამოცდებზე
დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10
ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრანტობის
კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 21 და 22 ივლისს
ჩააბარებენ.
ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და
მასწავლებლების გამოცდების ჩასაბარებლად, ასევე სტუდენტთა საგრანტო
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სულ 80 ათასამდე პირია
დარეგისტრირებული.
მასალის გამოყენების პირობები