ახალი ამბები
ქუთაისის ტურისტული პოტენციალის გამოფენა გერმანიაში
FaceBook
ვიზიტის ფარგლებში, ქუთაისიდან  გერმანიის 3 ქალაქში პირდაპირი ფრენების დაწყებაზეც ისაუბრეს

ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ტურიზმის განყოფილებამ, 2016 წლის 9 მარტიდან 13 მარტის ჩათვლით მონაწილეობა მიიღო, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქ ბერლინში გამართულ ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში ,,ITB 2016'', სადაც სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საერთო სტენდზე წარმოადგინეს ქუთაისისა და მისი შემოგარენის ტურისტული პოტენციალი.

ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პირდაპირ ფრენებზე, რომელიც განხორციელდება ავიაკომპანია "Wizzair" -ის მიერ 2016 წლის სექტემბრის თვიდან დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან გერმანიის სამი ქალაქის მიმართულებით.

ეს ფაქტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მიმოსვლას და თავის მხრივ გამოიწვევს გერმანელი ტურისტების რაოდენობის ზრდას იმერეთის რეგიონში.

Print