ახალი ამბები
რაჭის მუზეუმმა საერთაშორისო კონკურსზე ოქროს პრიზი მოიპოვა
FaceBook
რაჭის განახლებული მუზეუმის მუდმივმოქმედი გამოფენის პროექტმა, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და StudioMilou-ს (საფრანგეთი-სინგაპური) თანამშრომლობით შეიქმნა, საერთაშორისო დიზაინის კონკურსზე The un Design Award (ვაშინგტონი, აშშ) ოქროს პრიზი მოიპოვა.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

გამოფენის პროექტის კონცეფცია საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერებმა, ონის მუზეუმის თანამშრომლების ჩართულობით შეიმუშავეს, ხოლო StudioMilou-მ ამ ხედვას დიზაინზე იმუშავა.

გამოფენა ქალაქ ონში, მუზეუმის ახალაშენებულ შენობაში განთავსდება.

პირველი ფაზის წარმატებით დასრულებისა და საერთაშორისო აღიარების მოპოვების შემდეგ, გამოფენის პროექტი ახალ ეტაპზე გადადის – ექსპოზიციის ინსტალაცია უახლოეს მომავალში განხორციელდება.

გამოფენა დამთვალიერებელს გააცნობს და ახლებურად მოუთხრობს რაჭის რეგიონის მდიდარი ბუნების, ისტორიისა და კულტურის შესახებ.

Print