ახალი ამბები
ქუთაისელ აქტივისტს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო სასამართლოში იბარებენ
FaceBook
სამოქალაქ აქტივისტს და ენმ-ის წევრს, ირაკლი გვალიას ფეისბუქ პოსტების გამო სასამართლოში იბარებენ.

ირაკლი გვალია პოლიტიკოსების, აქტივისტებისა და უფლებადამცველების იმ სიაში აღმოჩნდა, რომლებიც "ოცნების" წარმომადგენლებს აკრიტიკებდნენ. 

მისთვის უცნობია, კონკრეტულად ვინ და რა პოსტის გამო უჩივის.

ირაკლი, ამჟამად, საზღვარგარეთ იმყოფება, ამიტომ სასამართლოდან უწყება გუშინ, 16 ივნისს, სახლში მიუტანეს, თუმცა ამბობს, რომ უწყება მის მშობლებს არ ჩააბარებინა.

აქტივისტის სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 19 ივნისსაა ჩანიშნული. 

"არ ვიცი რომელ ფეისბუქ პოსტთან დაკავშირებით მიჩივლეს. ამჟამად საზღვარგარეთ ვიმყოფები, 19-ში მაქვს სასამართლო და დაუსწრებლად გამოიტანენ, ალბათ, განაჩენს", - ამბობს ირაკლი გვალია "ქუთაისიპოსტთან".

სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო, „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებმა შსს-ში, სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ საჩივრები შეიტანეს. სტატუსების გამო მათ 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ.






Print