ახალი ამბები
ქუთაისში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა 6 ღვაწლმოსილი ადამიანი დააჯილდოვა
FaceBook
ღირსების ორდენი სხვადასხვა სფეროში ღვაწლმოსილ ადამიანებს გადაეცათ

ქუთაისის მერიის თეთრ დარბაზში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, 6 ღვაწლმოსილი ადამიანი დააჯილდოვა.

ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ:
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი ვახტანგ მითაიშვილი

დამსახურებული პედაგოგი ოთარ კიკვაძე

ჟურნალისტთა ფედერაციის პრემიის ლაურეატი ლიანა იობიძე

ნაზარიშვილის საოჯახო კლინიკის ექიმი გოჩა ტოფაძე

ბაღდათის სოფელ ობჩას სკოლის პედაგოგი ლალი გურიელი

ხონის სახალხო თეატრის მსახიობი გულიადა უგულავა

"მოსახრული, ვარ რომ დღეს, პრეზიდენტის სახელით, 6 ღვაწლმოსილს გადავცემ დამსახურებულ ჯილდოს. ეს ადამიანები მართლაც ღირსეული და საამაყოები არიან",-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

დაჯილდოებას იმერეთის გუბერნატორი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Print