ახალი ამბები
შეზღუდული შესაძლებლობები ოცნებებს არ ზრუდავს - ხატვის ღია გაკვეთილი ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრისა და ახალგაზრდული ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ახალგაზრდულ ცენტრში ხატვის ინტეგრირებული ღია გაკვეთილები გაიმართა.

ხატვის ღია გაკვეთილში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები ჩაერთვნენ. ეს უკვე მეორე პლენერია, რომელსაც აღნიშნული ორი ორგნიზაცია ერთობლივად ახორციელებს.
"ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ბავშების ინტეგრაციას. საზოგადობაში. არტთერაპიული კურსები კარგი საშუალებაა მსგავსი მიზნის მისაღწევად", - აღნიშნა ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის დღის ცენტრების მენეჯერმა დიანა ჯანაშიამ.
მისი ინფორმაციით ცენტრში 23 ბავშვი არის, მათგან 12 დადის სკოლაში და ინკლუზიური სწავლების პროგრამაშია ჩართული. "ბავშვებს ხატვის გაკვეთილები ძალიან მოსწონთ, რამდენიმეს ხატვის ნიჭიც აღმოაჩნდა. სამტრედიაში მუსიკალური კუთხით მუშაობს ეფექტურად არტთერაპიის გარკვეთილები. უკვე 9 ფონოგრამა ჩავწერეთ. ამიტომ სულ ვიმეორებთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები ჩვენს სურვილს და ოცნებებს არ ზღუდავს. ბავშვებს აქვთ ოცნებები,  რომელთა განხორციელებაში დიდი იმედი გვაქვს, რომ მათ საზოგადოება ხელს შეუწყობს", - აღნიშნა დიანა ჯანაშიამ.
ეკა კუხალაშვილი
Print