ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

მისივე თქმით, დღეს და ხვალ, 16-17 ივნისს , დროგამოშვებით, მცირე ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 20-21 გრადუსი დაფიქსირდება.

დოდო გვაზავას ინფორმაციით, 18 ივნისიდან 21 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე, თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა გათბება 26-დან 30 გრადუსამდე.

22 ივნისს კვლავ დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა და შესაძლოა, გაწვიმდეს.

Print
თეგები: #ამინდი