ახალი ამბები
ქუთაისში საერთაშორისო ფესტივალი „ქარავან არტ ფორუმი 2025 “იწყება
FaceBook
თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი `ქარავან არტ ფორუმი,ქუთაისი 2025"
16 ივნისს გაიხსნება.

ფესტივალში საქართველოს გარდა 5 ქვეყანა მონაწილეობს: საფრანგეთი, საბერძნეთი, კოტ დივუარი, ბურკინა ფასო, დიდი ბრიტანეთი.

გთავაზობთ ფესტივალის პირველი დღის პროგრამას:

13:00 - ქუთაისის ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონფერენცია

"თანამედროვე ხელოვნება, თანამედროვე მუზეუმი ".

MOMus Museums - მარია ცანცანოღლუ, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დირექტორი, - MOMus Museums დომნა გუნარი, ხელოვნების ექსპერიმენტული ცენტრის დირექტორი, სალონიკი (საბერძნეთი);

" თანამშრომლობის პერსპექტივები", აპოლონია, ევროპული მხატვრული პროგრამები, სტრასბურგი, დიმიტრი კონსტანტინიდისი (საფრანგეთი);

Heart Gallery, Bastille6, გალერისტი, თანამედროვე ხელოვნების ექსპერტი - ჟან ფილიპ აკა (საფრანგეთი)
17:00 - ქუთაისის ბოტანიკური ბაღი;

ხელოვნების ხეივანი, ფოტო ნამუშევრების პრეზენტაცია ფოტო სტენდებზე, ღია ცის ქვეშ.

ალექს პერე და კარიმ ბორხასი (საფრანგეთი);

18:00 - დ. კაკაბაძის სახელობის სურათების გალერეა, მონაწილე არტისტები;

გიორგი ცაავა, მარი ათანელი, მალხაზ ახვლედიანი, სულხან გოგოლაშვილი, ნესტან მიქელაძე, გელა პატიაშვილი, ლუკა ცეცხლაძე (საქართველო), ჰიასინტე უატარა (საფრანგეთი/ბურკინა ფასო), ჯოი დუკი (დიდი ბრიტანეთი), ევგენია გრამენუ (საბერძნეთი), კარიმ ბორხასი, პედრო მორალეს, ჟან-დომინიკ ფერუჩი, ალისკა ლაჰუზენი, ჰენრი სკრობეკი, ალექს პერე, შალვა ხახანაშვილი და ინტი ანსა (საფრანგეთი)
ვიდეო პროგრამა:

პედრო მორალესი (საფრანგეთი/აშშ);

ჟან-დომინიკ ფერუჩი (საფრანგეთი);

ევგენია გრამენუ (საბერძნეთი);

უფრო კონკრეტულად: 
16 ივნისს;

13:00 სთ - ქუთაისის ფოტო კინო მატეანეს მუზეუმში, პრეზენტაცია გაიმართება, ხოლო;

15:00 სთ - კულტურული პროგრამას, ბაღდათი უმასპინძლებს, სადაც დაინტერესებულ პირებს;

ფოტო ხელოვან გიორგი ცაავას არტ სტუდიის დათვალიერების შესაძლებლობა მიეცემათ, ასევე, გაეცნობიან ვახტანგ ფურცელაძის მხატვრული კოლექციას და ეწვევიან ვ. მაიაკოვსკის სახლ -მუზეუმს.

ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებები, დღეს, 16 ივნისს იწყება, ხოლო ოფიციალურად ქარავან არტ ფორუმი ხვალ გაიხსნება. ყოველ შემთხვევაში ასეა მითითებული ფესტივალის პროგრამაში.

ფესტივალი 19 ივნისს დასრულდება.
"ქარავან არტის ფორუმი" ქუთაისში პირველად 2016 წელს გაიმართა.

Print