ახალი ამბები
ამერიკული ბენდი "The Exchange" ქუთაისში კონცერტს გამართავს
FaceBook
აშშ-ის საელჩოს მოწვევით საქართველოს ამერიკული ბენდი "The Exchange"" ეწვევა

ხუთკაციანი ვოკალური პოპ ანსამბლის კონცერტი ქუთაისის ბალნჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.

ბენდი ამერიკული სატელევიზიო ქსელის NBC-ის მუსიკალური კონკურსის The Sing Off ფინალისტია. ამჟამად ჯგუფი ტურნეს ატარებს იგივე კონკურსის წინა წლებში გამარჯვებულ ბენდებთან ერთად:  Street Corner Symphony და VoicePlay 

კონცერტი 21 მარტს 18 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია. კონცერის მხარდამჭერია ქუთაისის მერია.

კონცერტის პარალელურად, დამსწრე საზოგადოება საქართველოში აშშ-ის საგანმანათლებლო და საგრანტო პროგრამებს გაეცნობა.

Print