ახალი ამბები
ბაღდათი - საირმის გზაზე მოძრაობა, ერთი თვით, საათობრივად, შეიზღუდება
FaceBook
ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, დღეიდან, 10 ივნისიდან,  10 ივლისამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობა ყოველდღიურად 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე პერიოდში იქნება შეზღუდული. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იქნება.

მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47.8 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
Print