შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებების
შედეგად, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად რამაზ
თათარაშვილი დაინიშნა.
მანამდე ის სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს
ხელმძღვანელობდა.
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი დირექტორი ზაზა ცხაკაია
კი გურიის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე საკადრო ცვლილებები სისტემის
კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და განვითარებას ემსახურება",-
განმარტავენ უწყებაში.
მასალის გამოყენების პირობები