ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში უფასო სასწავლო პროგრამა ამოქმედდა
FaceBook
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკრედიტაცია გაიარა პროფესიულმა საგანმანათლებლო პროგრამამ " ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი", რომელზე სწავლაც სტუდენტებს უფასოდ შეუძლიათ.
პროგრამაში " ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი" მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც აქვს ზოგადი განათლების დამადასტურებელი დიპლომი.

პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრების მომზადება, რომლებიც შეძლებენ ადრეული ასაკის ბავშვებზე ზრუნვას და განვითარებას.

"მოდულური პროგრამები ძალიან მნიშვენელოვანია, ეს არის სკოლამდელი განათლების პროგრამა, რომელიც 20 წლიანი წყვეტის შემდეგ განახორციელა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დასაქმდნენ ბაგა ბაღებში, კერძო საბავშვო დაწესებულებებში, საბავშვო გასართობ ცენტრებში, დღის ცენტრებში, სკოლამდე ასაკის ბავშვების მომსახურეობის ცენტრებში. სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, მომხდარიყო სკოლამდელი განათლების მიღება სახელმწიფო უნივერსიტეტეში. ჩვენმა უნივერსიტეტმა აიღო ეს ვალდებულება და ვიწყებთ  პროგრამის განხორციელებას "-  განაცხადა პროგრამის ხელმძღვანელმა ნატო ქობულაძემ.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკრედიტირებული პროგრამა " ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი" არის 2 წლიანი და მასში მონაწილების მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

მსურველებმა naec.ge -ზე 28 მარტიდაან 10 აპრილამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია.

ზოგად უნარჩვევებში გამოცდები ჩატარდება ონლიანი, naec.ge-ზე, სადაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 25 ქულა.

პროექტის პირველ ეტაპზე შეირჩევა 20 სტუდენტი, რომლებიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლას დაიწყებენ 15 მაისიდან. 

Print