ახალი რეგულაციების შესაბამისად, 10 ივნისიდან, თბილისიდან,
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ოფიციალური გადამყვანი
ავტობუსები, ახალი ლოკაციებიდან, დედაქალაქის ავტოსადგურებიდან
გავლენ.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, Georgian Bus-ი, ხვალიდან,
ქუთაისის აეროპორტისკენ მიმავალ მგზავრებს გადაიყვანს ვაგზლის
მოედნიდან/ავტოსადგური დადიანის მხრიდან.
Omnibus Express • ომნიბუს ექსპრესი და Metro Georgia • მეტრო ჯორჯია
კი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის მგზავრებს
ორთაჭალის ცენტრალური ავტოსადგურიდან მოემსახურებიან.
ომნიბუსი - ორთაჭალის ავტოსადგურის მე-4 ბაქნიდან გავა, მეტრო ჯორჯია
კი - ორთაჭალის ავტოსადგურის - მე-3 ბაქნიდან.
ლოკაციების ცვლილების მიზეზი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ
შემუშავებული და დამტკიცებული რეგულაცია გახდა, რაც მგზავრების
ლიცენზირებული ავტოსადგურებიდან გადაყვანას ითვალისწინებს.
როგორც აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, ავტობუსის გასვლის
განრიგი კვლავ ფრენების განრიგზე იქნება მორგებული.
მასალის გამოყენების პირობები