ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირა, ძირითადად, უნალექოდ ჩაივლის.

მისივე ინფორმაციით, დღეიდან, 9 ივნისიდან, 12 ივნისამდე, თბილი ამინდი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 31-33 გრადუსი დაფიქსირდება.

12 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან, კვირის ბოლომდე, უმეტეს რაიონში, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და ჰაერის ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით დაკლება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარიც.
Print
თეგები: #ამინდი