შსს-ს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, სამართალდამცველების მიერ
გამოვლენილია ნარკოდანაშაულის 2370 ფაქტი.
ასევე, აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისგებაში მიცემულია -
1712 პირი, მათგან ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის
პასუხისგებაში მიცემულია - 157 პირი.
უწყების ცნობით, პოლიციის მიერ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე
გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად ამოღებულია:
4 500 აბი „სუბოტექსი“ და „სუბოქსინი“; 2,5 კგ „მეთადონი“; 1 კგ „ალფა
პვპ“; 2,7 კგ „პრეგაბალინი“ იგივე „ლირიკა“; 72 კგ
„მარიხუანა“; 150 კგ „მცენარე კანაფი“.
როგორც შსს-ში განმარტავენ, პარლამენტის მიერ ნარკოდანაშაულისთვის,
კერძოდ, ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისა და მათი
რეალიზაციისთვის სასჯელი მნიშვნელოვნად გამკაცრდა. ასევე, დამატებით
დაწესდა ადმინისტრაციული პატიმრობა ნარკოტიკების მოხმარებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები