შსს-ს საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარისა და იმერეთის პოლიციის
დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს -
დაკავებულია 10 პირი.
უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის
უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1984 წელს
დაბადებული შ.ბ., 1996 წელს დაბადებული ო.ბ., 1990 წელს დაბადებული
გ.კ., წარსულში ნასამართლევი პირები: 1993 წელს დაბადებული ა.გ., 1980
წელს დაბადებული თ.წ., 1997 წელს დაბადებული გ.შ., 1981 წელს
დაბადებული მ.ხ. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1998 წელს დაბადებული
ს.ე., 1998 წელს დაბადებული ს.ა., და 2005 წელს დაბადებული ე.ქ.
"სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების
დაავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის
ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს - პისტოლეტები,
რევოლვერები, სანადირო თოფი, მჭიდები და ვაზნები",- აცხადებენ
შსს-ში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და
ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები