ახალი ამბები
ქუთაისის მერია სკვერის მოწყობისთვის მილიონი ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს
FaceBook
ქუთაისის მერია ჯავახიშვილის ქუჩის #51-ის მიმდებარედ სკვერის  კეთილმოწყობას გეგმავს.

ამ მიზნით  მერია ტენდერს ( NAT250010092 ) აცხადებს. სამუშაოს შესრულების  სავარაუდო ღირებულება 1 104`526 ლარს შეადგენს.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაო ხელშეკრულების დადებიდან 180 (ას ოთხმოცი) კალენდარულ დღეში უნდა დაასრულოს.





როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია მითითებული შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) წელს.


Print