ახალი ამბები
ქუთაისში ორი საზაფხულო ბაღი იმუშავებს - საბუთების მიღება 16 ივნისიდან დაიწყება
FaceBook
ქუთაისის სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ივნისის ბოლოს შეწყდება.
ივლისის თვიდან კი ქალაქში ორი მორიგე ბაღი იფუნქციონირებს.

N2 და N31 საბავშვო ბაღები ზაფხულში ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს.

"2025 წლის 1 ივლისიდან იფუნქციონირებს ორი საზაფხულო (მორიგე) ბაღი: №2 ფილიალი (გაპონოვის ქუჩის I შეს. №5) და №31 ფილიალი ( ნიკეას ქუჩა №1-9ა).

საბუთების მიღება დაიწყება 16 ივნისიდან და გაგრძელდება 20 ივნისის ჩათვლით",- აცხადებენ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში.

ქუთაისის მერიის ა(ა)იპ "ბაგა–ბაღების გაერთიანებაში" სულ 37 ფილიალია, სადაც 7 552 აღსაზრდელია რეგისტრირებული.
Print