ახალი ამბები
ქუთაისის ოპერის თეატრის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულება 2025 წლის ბოლოს იგეგმება
FaceBook
ქუთაისის ოპერის თეატრის რეკონსტრუქცია ორი წელია მიმდინარეობს. 

სამუშაოები  2023 წლის მაისის ბოლოს დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. 

ოპერის თეატრიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ⁠შენობის ძირითადი ნაწილი დასრულების ფაზაშია. დარჩენილია სამუშაოები დარბაზში.

ქუთაისის ოპერის შენობის რეკონსტრუქცია გულისხმობს თეატრის შენობის სრულ განახლებასა და თანამედროვე აპარატურით აღჭურვას.

ოპერის თეატრის რეკონსტრუქციისთვის 2022 წელს მომზადდა სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელშიც კულტურის სამინისტრომ 300 000 ლარი გაიღო.

აღნიშნული სამუშაო არქიტექტურულ-საპროექტო კომპანია შპს "ჯორჯიან ჰაუსმა" შეასრულა. აკუსტიკის დიზაინისა და ტექნოლოგიური ნაწილის პროექტი, "ჯორჯიან ჰაუსის" დაკვეთით ფინურმა კომპანია "აკუკონმა" შეიმუშავა.

სარეკონსტრუქციო სამუშაოებს კომპანია "ბრიტანია ქონსთრაქშენი" აწარმოებს. ამ კომპანიამ ქუთაისში მანამდე ასსაფეხურიანი კიბის რეკონსტრუქცია განახორციელა. 

სამუშაოების საერთო ღირებულება 21 მილიონი ლარია.

ქუთაისის ოპერის თეატრის  ბოლოს 2010 წელს  განახლდა.
Print