საქართველოში საარსებო შემწეობას 189 956 არასრულწლოვანი იღებს.
ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
ბენეფიციარებიდან 49 178 6 წლამდე, ხოლო 140 778 6-დან 18
წლამდე ასაკისაა.
როგორ გამოიყურება საარსებო შემწეობის მიმღები 0-დან 18 წლამდე ასაკის
ბენეფიციარების რაოდენობა რეგიონების მიხედვით:
თბილისი - 49 023;
გურია - 5 689;
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი - 1 122;
კახეთი - 17 497;
იმერეთი - 19 936;
მცხეთა-მთიანეთი - 3 656;
სამეგრელო -ზემო სვანეთი -16 836;
სამცხე ჯავახეთი - 5 005;
ქვემო ქართლი - 37 352;
შიდა ქართლი - 16 304;
აჭარა - 17 536.
ინფორმაციისთვის, აპრილში, საქართველოში საარსებო შემწეობას სულ 237
797 ადამიანი იღებდა.
მასალის გამოყენების პირობები