ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

მისივე თქმით, 2 ივნისიდან 4 ივნისამდე უმეტეს რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 22 - 25 გრადუსი დაფიქსირდება.

დიდო გვაზავას ინფორმაციით, 5 ივნისიდან გამოიდარებს და კვირის ბოლომდე უნალექო და თბილი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 29-31 გრადუსამდე მოიმატებს.
Print
თეგები: #ამინდი