ახალი ამბები
"იდენტობის" აქცია ქუთაისში-"შეწყდეს ლგბტ პირების დემონიზაცია"
FaceBook
პალამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე  საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული

ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ ორგანიზაცია "იდენტობის" მიერ ორგანიზებული   საპროტესტო აქცია გაიმართა.

"ჩვენს მეტი მტერი  ვერ იპოვეთ? ჩვენს ხარჯზე იგებთ არჩევნებს?  სიძულვილით ქვეყანა არ აშენდება!"  ამ და სხვა სლოგანებით  აქციის მონაწილეებმა  იმ კანონპროექტის მიღება გააპროტესტს, რომლის მიხედვითაც ოჯახი მხოლოდ  ქალისა და მამკაცის ერთობაა.

აქციის მონაწილეები კანონპროექტის მიღებას წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება  ამ მეთოდით ელექტორატის მიზიდვას ცდილობს.

"ვითხოვთ შეწყდეს ლგბტ პირთა დემონიზაცია. ვაპროტესტებთ და მიუღებლად მიგვაჩნია მთავრობის მხრიდან  წინასაარჩევნო პერიოდში  ამ თემის წინ წამოწევა. თუ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება  გათვალისწინებული, მივმართავთ ყველა საერთაშორისო ორგანიზციას, მივმათავთ საპარლამენტო  ფრაქციის წარმომადგენლებს და გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს",-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი  ლადო ბიჭაძე.

პალამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

Print