ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

მისივე თქმით, დღეს, 26 მაისს, ქარი შენარჩუნდება, ამასთან, მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა 33 გრადუსამდე.

27 მაისს ქარი შესუსტება და რამდენიმე გრადუსით დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. 28-დან 30 მაისის ჩათვლით კი, ზოგიერთ რეგიონში, ხანმოკლე ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი, ელჭექით. დაიკლებს ჰაერის ტემპერატურაც 22-25 გრადუსამდე.

დოდო გვაზავას ინფორმაციით, 31 მაისს, კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

Print
თეგები: #ამინდი