ახალი ამბები
მდინარე რიონზე, გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების თანადაფინანსებით, ახალი ბორანი ეწყობა
FaceBook
სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე, საერთაშორისო დონორის ფინანსური მხარდაჭერით, ახალი ბორანის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაცით, სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია: ახალი ბორანის მოწყობა, ბორანის სადგომის ნაპირების გამაგრება და კეთილმოწყობა, მოსაცდელი და მოსასვენებელი სივრცეების შექმნა, საკემპინგე და ტურისტული ზონის განვითარება.

როგორც სამტრედიის მერიაში განმარტავენ, ინფრასტრუქტურული პროექტის პირველი ეტაპი სექტემბერში დასრულდება.


ასეთი უნდა იყოს ახალი ბორანი:



პროექტის შემდეგ ეტაპზე კი დაგეგმილია: სამტრედიიდან ვანის მუნიციპალიტეტამდე ბორანის მარშრუტზე კაპიტალური გზის, ასევე მდინარის ორივე ნაპირზე ეკონომიკური აქტივობისთვის განკუთვნილი სივრცეების მოწყობა, რიონის მარჯვენა სანაპიროზე გადმოსახედი ტერასის და ფოტოსესიებისთვის სპეციალურად განთავსებული ფოტოსტენდებისა და სივრცეების შექმნა, საპარკინგე და საკემპინგე ზონების მოწყობა.

სამუშაოები გერმანიის საერთაშორისო საზოგადოებისა (GIZ) და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
Print