ახალი ამბები
სამტრედიაში 100-მდე ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო ბარათების უკან დაბრუნებას ითხოვს
FaceBook
ვაუჩერების დაბრუნების მოთხოვნით 30 განაცხადი განხილვის პროცესშია

სამტრედიაში სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება დაწყებულია. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ვაუჩერი 1000-მდე ადგილობრივმა უკვე მიიღო თუმცა,მათმა ნაწილმა ბარათები უკან დააბრუნა. ვაუჩერით გათვალსიწინებული შეღავათის მიღებაზე უარი 63-მა მცხოვრებმა თქვა, 30 განცახდება კი მუნიციპალიტეტში განსახილველად არის შესული.

როგორც სამტრედიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ქალაქ სამტრედიაში თენგიზ ცაგურია ამბობს, მოქალაქეებს ხშირ შემთხვევში ტექნიკით დახმარებას შხამ-ქიმიკატების მიღება ურჩევნია.

"არის შემთხვევები, როცა გვეუბნებიან ჩვენი ძალებით დავამუშავეთ მიწაო და გადამოწმების შემდეგ ასე არ აღმოჩნდა.
საერთოდ, შხამ-ქიმიკატების მიღება უმრავლესობას ურჩევნია. შემოსულია კიდევ განცხადებები და დღის ბოლოს ალბათ 100-მდე იქნება მათი რიცხვი, ვინც ვაუჩერის უკან დაბრუნებას ითხოვს",- ამბობს თენგიზ ცაგურია.

სამტრედიაში სულ 3000 ვაუჩერი უნდა დარიგდეს.  ბარათების დიდი ნაწილი უკვე გაცემულია.
Print