ახალი ამბები
სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 მაისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში, სითბოს ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც აღინიშნოს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +27 გრადუსი დაფიქსირდება.

ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებშიც. 



Print
თეგები: #ამინდი