ახალი ამბები
1 360 ავტოსაგზაო შემთხვევა - რა ხდება ავარიების მიზეზი
FaceBook
ქვეყნის მასშტაბით, 2025 წლის 1-ელ კვარტალში  ჯამში 15 731 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.


ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

უწყების  მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკური მონაცემის მიხედვით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებიდან 14 371 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე მოდის, ხოლო 1 360  - სისხლის სამართლის კოდექსზე.

წელს 3 თვეში დაიღუპა 112 ადამიანი, ხოლო 1 763 დაშავდა.


შსს-ის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში მოხდა.

ავარიების სახეებიდან  "ლიდერი" მსუბუქ ავტომობილია, მასზე 1455 შემთხვევა მოდის,

შემდეგ ფეხით მოსიარულეების შემთხვევებია - 440, ასევე დიდი მაჩვენებელია მოტოციკლის შემთხვევაში  - 193.

ავარიების გამომწვევ სავარაუდო მიზეზებში პირველ რიგში  მოხვევის მანევრი  სახელდება, მასზე 325

შემთხვევა მოდის.

ასევე „ლიდერობს“ შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა - 293.

შემდეგ მოდის დისტანციის დაუცველობა  -  259  

ასევე ქვეითის მიერ გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა  - 216

და მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება  - 161
Print