ახალი ამბები
პატრონიანი ცხოველების კარდაკარ მონიტორინგი იწყება
FaceBook
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო კამპანია  კარდაკარს იწყებს.

სააგენტოს წარმომადგენლები პატრონიანი ცხოველების მონიტორინგს განახორციელებენ. 


მათი განმარტებით, მონიტორინგის მიზანი პატრონიანი ცხოველების მოვლა-პატრონობის პირობების გაუმჯობესება და მეპატრონეების ცნობიერების ამაღლებაა.

ამასთან, სააგენტოს ცნობითვე, პროგრამის ფარგლებში სააგენტოს თანამშრომლები პატრონიანი ცხოველების მონიტორინგს კარდაკარ განახორციელებენ.
"ჯგუფები წინასწარ შედგენილი მარშრუტით გადაადგილდებიან და შეამოწმებენ შემდეგ საკითხებს:

ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია;

სტერილიზაცია-კასტრაცია (შერეული ჯიშის ცხოველების შემთხვევაში);

ვაქცინაცია;

საცხოვრებელი პირობები;

კანონმდებლობით განსაზღვრული მოვლა-პატრონობის სხვა წესების დაცვა.

სააგენტო შემოწმებული მეპატრონეების მონაცემთა ბაზას შეადგენს, სადაც თითოეული მეპატრონე აღირიცხება და დარღვევ(ებ)ის აღმოჩენის შემთხვევაში, ის განმეორებით გადამოწმდება.

სააგენტოს თანამშრომლები პატრონებს იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სერვისზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, თავიანთი ცხოველების ჩიპირებისა და რეგისტრაციის მომსახურებას ადგილზე შესთავაზებენ," - აღნიშნულია ცხოველთა მონიტორინგის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Print