ახალი ამბები
ბოლო ზარი ქუთაისში - ქალაქში მე-12 კლასი 1500-ზე მეტმა მოსწავლემ დაამთავრა
FaceBook
მე-12 კლასელები ქუთაისში სკოლის დამთავრებას ზეიმობენ.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ბოლო ზარი ქუთაისის სკოლებში 1511 მოსწავლისთვის დაირეკა, აქედან
1275 საჯარო სკოლის მოსწავლეა, დანარჩენი კი- კერძო სკოლის.



მოსწავლეებმა ტრადიციას არ უღალატეს და პერანგებსა და მაისურებზე სამახსოვრო წარწერების რიტუალი განახორციელეს.



ქალაქში სულ 38 საჯარო და 10 კერძო სკოლაა.



Print