შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული
სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო
შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით, ირანის
რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით
დაკავებული პირის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის
შედეგად, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან, შემდგომი
რეალიზაციის მიზნით განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" და "გამომშრალი მარიხუანა“
ნივთმტკიცებად ამოიღეს.
"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად
ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები,
ელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტები და პოლიეთილენის ჩამკეტიანი
პარკები",- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3
და 19-260-ე ტერცია მუხლის მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
მასალის გამოყენების პირობები