17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში, საზეიმო
მსვლელობა გაიმართება.
ქუთაის-გაენათის ეპარქიის ინფორმაციით, მსვლელობა ცენტრალურ მოედანზე
მდებარე ტაძრიდან დაიწყება.
"საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია
II-ის ლოცვა-კურთხევით დადგენილი ოჯახის სიწმინდის დღე ყოველწლიურად
აღინიშნება სამღვდელოებისა და ერის თანამლოცველობითა და საზეიმო
მსვლელობით. ამა წლის 17 მაისს, შაბათს, 14 საათზე სამშვიდობო
პარაკლისი შესრულდება წმ. დავით აღმაშენებლის და ბაგრატ III_ის სახ.
ტაძარში (ცენტრალური მოედანი), რომლის დასრულების შემდეგ
სადღესასწაულო მსვლელობა დაიწყება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის
მიძინების(ბაგრატის სიონი) ტაძრამდე",- აღნიშნულია ქუთაის-გაენათის
ეპარქიის განცხადებაში.
ოჯახის სიწმინდის დღე ქუთაისში
გასულ წელსაც აღნიშნეს. მსვლელობაში მონაწილეობა
მღვდელმსახურებმა, მრევლმა, „ოცნების“ აქტივისტებმა და რეგიონებიდან
ჩამოსულმა მოქალაქეებმა (ძირითადად, საჯარო მოხელეებმა) მიიღეს.
ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, 17 მაისი,
კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოში ტრადიციული ქართული
ოჯახის დაცვის დღედ 2014 წელს გამოაცხადა. ამ დღის აღსანიშნავად
სამღვდელოება და მრევლი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მსვლელობას
უკვე მე-11 წელია აწყობს.
ფოტო: არქივი
მასალის გამოყენების პირობები