ახალი ამბები
პოლიციამ, იმერეთსა და რეგიონებში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა
FaceBook
შსს-ს აჭარის, შიდა ქართლისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.
გამოძიება მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას, გასაღებას, გასაღების მცდელობას, გასაღების მომზადებისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას ედავება.

"პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად და მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის : „ჰეროინი“, „მეთადონი“, „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე ამოღებულია ელექტრო სასწორები და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები",- აღნიშნულია შსს-ს  განცხადებაში

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე ტერცია, 18-260-ე ტერცია, 265-ე და 273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
Print