ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

მისივე თქმით, 16 მაისის ჩათვლით იწვიმებს, დაიკლებს ჰაერის ტემპერატურაც 15-20 გრადუსამდე.

17 მაისს გამოიდარებს და 30 გრადუსამდე გათბება ჰაერი. გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.

დოდო გვაზავას ინფორმაციით, 18 მაისს კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
Print
თეგები: #ამინდი