ახალი ამბები
ქუთაისში, მდინარე რიონში, 19 წლის გოგოს მეორე დღეა, ეძებენ
FaceBook
ქუთაისში, მეორე დღეა, 19 წლის გოგოს ეძებენ.

მდინარე რიონში სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, ძებნა-შვების ოპერაციაში ჩართული არიან მყვინთავები, მეხანძრე-მაშველები და წყალში მცურავი საშუალებები. 

თვითმხილველების ინფორმაციით, 19 წლის გოგონა მდინარეში, ე.წ. ბალახვანის ხიდიდან, გუშინ საღამოს გადახტა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

Print