ახალი ამბები
შვედეთის დელეგაცია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში
FaceBook
შეხვედრაზე ნარჩენების მართვისა და გარემოს დაბინძურების პრობლემებზე  ისაუბრეს

იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ნარჩენების მართვაზე, გარემოს დაბინძურების რისკებსა და მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

იმერეთის გუბერნატორმა შვედეთის დელეგაციას რეგიონში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გააცნო.

პარალელურად გაიმართა შეხვედრა "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" წარმომადგენლებთან, სადაც ეკოლოგიურად სუფთა გარემოს მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

დღესვე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბანერები დაიდგა წარწერით "სუფთა გარემო ჩვენი ღირსების საქმეა – ნუ დაანაგვიანებთ !".

პროექტი "საქართველოს მწვანეთა მოძრაობისა" და იმერეთში სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება.


Print