ახალი ამბები
"ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს" - ქუთაისში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 21 მარტს საქველმოქმედო კონცერტი სახელწოდებით "ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს" გაიმართება.
კონცერტი ეძღვნება  დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს

აქველმოქმედო აქცია-კონცერტი, რომლის ორგანიზატორია საზოგადოებრივი ორგანიზაცია"წეროები", და-ძმა ელგუჯა და მარიამ ძოძუაშვილების დასახმარებლად გაიმართება. ობოლ და-ძმას არ აქვთ საკუთარი საცხოვრებელი ფართი.

საქველმოქმედო აქციას უერთდება ქუთაისის #31 საჯარო სკოლა. საღამოზე წარმოდგენილი იქნება მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრების პოეზია და ცოცხალი მუსიკა. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ შშმ პირები.

საქველმოქმედო საღამო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში 16:00 საათზე დაიწება.

კონცერტზე დასწრება თავისუფალია
Print