ახალი ამბები
ქუთაისის მერიის წინ სოკო-შადრევანი მოტეხეს
FaceBook
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ  მოხდა

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ ე.წ. წყლის სოკო მოტეხეს.

ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ დააზიანა სოკო-შადრევანი. როგორც მერიის დაცვის სამსახურში ამბობენ, რამდენიმე წუთით ადრე მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვები თამაშობდნენ, თუმცა, კონკრეტულად ვინ დააზინა შადრევანი, მათ არ დაუნახავთ.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას განცხადებით, მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია მერიის IT სამსახური და ვიდეო ჩანაწერის საშუალებით მოხდება დადგენა ვინ დააზიანა წყლის სოკო.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ  მოხდა.

Print