ახალი ამბები
ხონში მომხდარი ტრაგედიის გამო, ყოველწლიური დღესასწაული "ხონელობა" გაუქმდა
FaceBook
წელს, ტრადიციული დღესასწაული "ხონელობა" აღარ გაიმართება.

18 აპრილს, ხონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სამი არასრულწლოვანის დაღუპვის გამო, 6 მაისს დაგეგმილი ყველა ღონისძიება გაუქმდა. გაუქმებულია გიორგობასთან დაკავშირებული საზეიმო პროგრამაც.

"გლოვობს მთელი ხონი და შესაბამისად უახლოეს დღეებში დაგეგმილი ღონისძიებები, საზეიმო "ბოლო ზარი" მე-12 კლასელებისთვის და გიორგობა-ხონელობის დღესასწაული გაუქმებულია", - ნათქვამია ხონის მერიის განცხადებაში.


18 აპრილს, ხონი-მარტვილის გზაზე, ავტომობილი ხიდიდან გადავარდა. მომხდარის შედეგად სამი არასრულწლოვანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

Print