ახალი ამბები
რეგიონალური პროექტი -"აღმოაჩინე საქართველო შენს სოფელში"
FaceBook
პროექტის განხორციელება იმერეთიდან იწყება

საქართველოში უცნობი ტურისტული რესურსების აღმოჩენისა და შესწავლის მიზნით, რეგიონალური პროექტი იწყება. პროექტის მიზანია, ქვეყნის იმ ტურისტული რესურსების აღმოჩენა, რომელსაც ფართო საზოგადოება არ იცნობს.

პროექტის ფარგლებში, ტურისტული კომპანია "აღმოაჩინე საქართველო" და საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი თრეველ.GI" თითოეული რეგიონის ისტორიულ-კულტურულ პოტენციალს ერთი თვის განმავლობაში შეისწავლის.

გამოვლენილი და დაზუსტებული ტურისტული რესურსების განთავსება კი ელექტრონულ ტურისტულ გზამკვლევ თრაველGI – ზე მოხდება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მისი ცნობადობის ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით.

საქართველოს უცნობი ტურისტული პოტენციალის შესწავლა იმერეთის რეგიონიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე პროექტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში განხორციელდება.

პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მუნიციპალიტეტის გამგეობები და საკრებულოები. პროექტის პირველი ეტაპის განხორციელების ვადაა 1 წელი.

Print