ახალი ამბები
სოციალურად დაუცველთა ბაზაში 369 924 ბავშვია დარეგისტრირებული
FaceBook
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2024 წელს ამ ბაზაში 34 758 არასრულწლოვანი პირველად დარეგისტრირდა. 

რის შემდეგაც „რეგისტრირებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობა 369 924-ს შეადგენს".

ყველაფერი ეს საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის 2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

„ ბოლო 5 წლის განმავლობაში ბაზაში მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება - 2023 წლის დეკემბერთან შედარებით, გასულ წელს მათი რაოდენობა 22 629-ით (ანუ 6.12%-ით) გაიზარდა, ხოლო თუკი 2019 წელს შევადარებთ - 219 711-ით - ახლანდელი რაოდენობა მაშინდელზე თითქმის 2.5-ჯერ (2.46) მეტია.

"სახალხო დამცველის აპარატის მიერ ბავშვის შესაძლო უფლებადარღვევის შესწავლილი საქმეებიდან მნიშვნელოვანი ნაწილი, 2024 წელსაც, სწორედ ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების სიღარიბესა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ეხებოდა", - აღნიშნულია იოსელიანის წლიურ ანგარიშში.
Print