ახალი ამბები
ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება გაორმაგდა
FaceBook
ტარიფის გაზრდა მოუწია ბიზნესმენ დავით კოსტავას  ავტოსადგომის ხელმძღვანელობასაც

ქუთაისიდან თბილისში წამსვლელ მგზავრებს გაორმაგებული თანხის გადახდა მოუწევთ. შპს "ოკრიბამ" მგზავრობის ტარიფი გააორმაგა. მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულება 5-დან 10 ლარამდე გაიზარდა. ფასის ცვლილება არ შეხებია ავტობუსს.

შპს "ოკრიბას" ქუთაისის წარმომადგენლობაში ამბობენ, რომ ტარიფის ცვლილება არ მომხდარა, არამედ, აქცია დასრულდა.

"ბოლო ერთი თვეა 5-დან 7 ლარამდე ღირდა მიკროავტობუსი, მაგრამ აქცია დასრულდა და დავუბრუნდით ისევ ძველ ფასს",-ამბობს შპს "ოკრიბას" ქუთაისის მენეჯერი ნუგზარ ყვავაძე.

ტარიფის გაზრდა მოუწია ბიზნესმენ დავით კოსტავას ავტოსადგომის ხელმძღვანელობასაც. კომპანია იძულებულია, შპს "ოკრიბას", რომელიც ქუთაისი-თბილისის ხაზზე ფასების მდგენელია,  სატარიფო გეგმას მიყვეს.

როგორც კონკურენტი კომპანიის მძღოლები ამბობენ, აქამდე ტარიფი მათთვისაც 7 ლარი იყო, ახალ კი იძულებული არიან მგზავრობის საფასური 10 ლარამდე გაზარდონ.

Print