ჭიათურაში, მუნიციპალიტეტის მერიის
შენობა დილიდან პოლიციის ალყაშია.
შენობის მიმდებარედ შინაგან საქმეთა სამინისტროს მანქანებია
ჩაყენებული. პოლიციამ ადგილზე მობილიზება დილიდან დაიწყო. დღეს,
მაღაროელები მერიის შენობასთან შეკრებას აპირებდნენ. 15 მარტის
აქციაზე, საინიციატივო ჯგუფის წევრები საუბრობდნენ შენობის
ბლოკირებაზეც, რათა ხელი შეეშალათ თანამშრომლებისთვის შენობაში
შესვლაში.
"მერიის შენობის ბლოკირება
გამოიწვიეს თვითონ პოლიციელებმა. ასეთი მობილიზებაა უკვე, რომ ვინმემ
კარში არ შეაღწიოს. 15-20 ადამიანი ვართ და 70-მდე პოლიციელია", -
ამბობს საინიციატივო ჯგუფის წევრი ტარიელ მიქაცაძე.
ჭიათურაში 18 დღეა მაღაროელების
საპროტესტო აქციები იმართება. მშრომელებს სხვა ადგილობრივებიც
უერთდებიან.
ჭიათურაში საპროტესტო გამოსვლები 28
თებერვლიდან დაიწყო. მაღაროელები, გასული თვის, ამ დრომდე გაუცემელ
ხელფასს და მადნის მომპოვებელ საწარმოებში, ოთხი თვის წინ შეწყვეტილი
მუშაობის აღდგენას ითხოვდნენ. "ჯორჯიან მანგანეზი" თანამშრომელთა
პროტესტს მეექვსე დღეს გამოეხმაურა და ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა,
სადაც წერდა, რომ კომპანიაში მძიმე ფინანსური კრიზისია, რაშიც ბრალი
თავად მაღაროელებს და სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებს მიუძღვით,
რომლებსაც კომპენსაციის მიღების მიზნით, ერთი წელია მაღაროების ნაწილი
აქვთ პიკეტირებული. კომპანიის მომდევნო განცხადება კი გასული წლის
პირველი ნოემბრიდან გაჩერებული მაღაროების საბოლოოდ დახურვას
უკავშირდებოდა. "ჯორჯიან მანგანეზის" ეს გადაწყვეტილება, 3500-ზე მეტი
მაღაროელის და მათი ოჯახების შემოსავლის გარეშე დატოვებას
ნიშნავს.
ამავე
თემაზე:
მაღაროელები მიხეილ ყაველაშვილს წერილს უგზავნიან და
ჭიათურაში ჩასვლა სთხოვენ
მაღაროელები "ქართული ოცნების"
მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას
ითხოვენ
"მიწისქვეშა მოპოვება წამგებიანია" - "ჯორჯიან
მანგანეზის" პასუხი მაღაროელებს
ჭიათურელი მაღაროელები "ჯორჯიან მანგანეზთან"
მოლაპარაკებას არ აპირებენ
"წავიდეს ინვესტორი"! - ჭიათურელი მაღაროელების
ექვსპუნქტიანი მოთხოვნა
ჭიათურის კრიზისი
"ორშაბათს თუ კონკრეტული ნაბიჯები არ
გადაიდგმება, გავაჟღერებთ ჩვენს მოთხოვნებს"
"თუ დაიძაბა სიტუაცია, შეიძლება ამ თვის ხელფასიც
ჩარიცხონ" - საპროტესტო აქცია ჭიათურაში
ჭიათურელ მაღაროელებს თითქმის განახევრებულ
ხელფასს ისევ უგვიანებენ
„შავი ოქრო“ მდიდრებს - ჭიათურის
პარადოქსი
მასალის გამოყენების პირობები