ახალი ამბები
საგაზაფხულო არდადეგები დასრულდა - სკოლებმა სასწავლო პროცესი განაახლეს
FaceBook
საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი დღეიდან, 17 მარტიდან, განახლდა.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან დაიწყო. 

ამის შემდეგ დასვენების დღეა 9 აპრილი. ასევე, ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: წითელი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა და მიცვალებულთა მოხსენიების დღე. წელს აღდგომა 20 აპრილსაა, შესაბამისად, მოსწავლეები 18 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.


Print