ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
მისივე თქმით, დღეს, 17 მარტს, თბილი ამინდი შენარჩუნდება, დღის ბოლოს კი მოიღრუბლება.

ხვალ, 18 მარტს, დილის საათებიდან იწყება ცივი და ნოტიო მასების შემოსვლა, რომელიც გაგრძელდება 22 მარტის ჩათვლით.

"მოსალოდნელია დაბლობ რაიონებში წვიმა, მთაში - თოვლჭყაპი, მაღალმთაში კი - თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს 10-12 გრადუსამდე",- განმარტავს დოდო გვაზავა. 

მისივე ინფორმაციით, 23 მარტს გამოიდარებს და მოიმატებს ჰაერის ტემპერატურაც.
Print
თეგები: #ამინდი