ახალი ამბები
"ჩემი, შენი, მათი სათქმელი" - ქუთაისელი ახალგაზრდებისთვის კონკურსი ცხადდება
FaceBook
ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის "ჩემი, შენი, მათი სათქმელი"-ის  პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის იდეას წარმოადგენს ქალაქის მაცხოვრებლების როლის გაზრდა ადგილობრივი დემოკრატიის განხორციელებაში, მხარეებს შორის დიალოგის გაძლიერების გზით.

"შეირჩევა 15 აქტიური ახალგაზრდა,  რომლებიც იმუშვავებენ სხვადასხვა საკითხებზე. სხვადასხვა სახის მასალებს ახალგაზრდები გამოაქვეყნებენ საიტზე, რომელიც პროექტის ფარგლებში შეიქმნა. let’s talk-ზე განთავსდება ინფორმაცია ქალაქში არსებულ პრობლემებზე, ასევე საიტზე განთავსდება პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ მოსახლეობის ხედვა.

ქალაქში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია აუცილებლად მიეწოდება ქუთაისის თვითმმართველობას და ჩვენ გავუწევთ დაკვირვებას მოგვარდება თუ არა ეს პრობლემები "- განაცხდა პროგრამის ხელმძღვანელმა სოფიო კუპატაძემ.

პროექტში "ჩემი, შენი, მათი სათქმელი" მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. 

მსურველებს დღეიდან 2016 წლის 30 მარტამდე  შეუძლიათ გააგზავნონ CVდა სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომლებიც სამოტივაციო ნაწილს წარადგენენ ვიდეოს სახით.

პროექტი "ჩემი, შენი, მათი სათქმელი" "ნიდერლანდების ინსტიტუტის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" დაფინანსებით ხორციელდება.


Print