ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტმა გამგეობებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
FaceBook
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების გამგეობებთან.
როგორც უმაღლეს სასაწავლებელში აცხადებენ, მემორანდუმი ხელს შეუწყობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავშირების დამყარებას იმერეთის რეგიონის საჯარო  ან კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

"მემორანდუმის ფარგლებში ჩვენ ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას იმერეთის მუნიციპალიტეტებთან. თანამშრომლობა მოიცავს  ჩვენი წარმატებული კურსდამთავრებულების, რომლებიც იმერეთის სხვადასხვა რეგიონიდან არიან, სტაჟირებას, პრაქტიკის გავლაში ხელშეწყობას. ჩვენ ვავითარებთ ისეთ პროგრამებს, რომლებიც საჯარო სექტორისთვისაც საინტერესოა.  ვითვალისწინებთ, რომ კურსდამთავრებულს უნდა ჰქონდეს არამხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული უნარ-ჩვევები. მიხარია, რომ გაფორმდა მემორანდუმი და დარწმუნებული ვარ, ეს კარგ შედეგს გამოიღებს ჩვენი კურსდამთავრებულებისთვის"- განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ.

მომავალში სტუდენტების დასაქმების პერსპექტივის გაზრდის მიზნით ღონისძიების ინიციატორია საქართველოს პრემიერ მინისტრი.

Print